დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მერმა სოფელ განთიადში მემორიალური დაფა გახსნა
19 იან 2018
 

19 იანვარს, დმანისის თეატრის დაარსების დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ჩხვიმიანმა სოფელ განთიადში, იქ სადაც თეატრის პირველი სპექტაკლები იმართებოდა, დმანისის თეატრის დამაარსებელთა სახელის უჯვდავსაყოფად მემორიალური დაფა გახსნა.

ამავე დღეს ქალაქ დმანისის ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა დმანისის თეატრის პირველი სპექტაკლის ვიდეო-ჩვენება. დამსწრე საზოგადოება 28 წლის წინ გადაღებულ უნიკალურ კადრებს პირველად გაეცნო.

ვიდეო-ჩვენებამდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ლაშა ჩხვიმიანმა წაიკითხა დიდი არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის ჩანაწერი, რომელიც მან 1990 წლის 19 იანვარს, დმანისში გამართული პირველი სპექტაკლის დასრულების შემდეგ შთაბეჭდილებების გადმოსაცემად გააკეთა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2970
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
აპრ 23 სამ 2024
485