დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
მოქალაქეთა ჩართულობა

 

მრჩეველთა საბჭოს დებულება
 

 

 

დანართი N1

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა

  

1.       ჯუმბერ კოპალიანი;                              

2.       ალმაზ ალაზოვი;

3.       რამილ ასლანოვი;

4.       ზაურ გრიგალაშვილი;

5.       ინტიზამ ვეზიროვი;

6.       ლია კვიციანი;

7.       სოფო დევნოზაშვილი;

8.       სენზორი ხორბალაძე;

9.       ლამზირა კარალოვა;

10.   ეკა ოქრიაშვილი;

 

დანართი N2

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბიროს ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულება

 

მუხლი1. ზოგადი დებულებები

1.    დმანისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბიროს ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – „საბჭო“) შექმნილია მერის ბრძანებით.

2.    საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებისაქართველოს კონსტიტუცია, „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსხი“ საქართველოს ორგანული კანონიწინამდებარე დებულება.

3.    თავისი სტატუსით საბჭო წარმოადგენს მერის სათათბირო ორგანოსრომლის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიწინადადებები და მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნება ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების მიღებისას.

4.    საბჭოს შემადგენლობა კომპლექტდება მეწარმე იურიდიული პირებისარასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლებისაგან არანაკლებ 10 წევრისა და არაუმეტეს 15 წევრისა.

5.    საბჭოს სამუშაო მისამართიქალაქი დმანისიწმინდა ნინოს ქ. N41.

 

მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის პრინციპებიძირითადი მიმართულებები და ვალდებულებები

1.    საბჭო აღიარებს და თავის საქმიანობაში იყენებს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონით განმტკიცებულ დემოკრატიულ პრინციპებს.

2.    მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის პრინციპებია: კანონიერება, თანასწორობა, საჯაროობა, მიუკერძოებულობა, კოლეგიურობა, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.

3.    საბჭო მოწოდებულია განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

4.    საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოსსამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არისთუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.

5.    საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანიათუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6.    გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით.

7.    თავის გადაწყვეტილებას საბჭო ღებულობს რეკომენდაციის სახით.

8.    მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებიმუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებებიაგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებიინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებიმერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

მუხლი 3. საბჭოს საქმიანობის რეგულაცია

1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მერი.

2. საბჭოს საქმიანობისთვის საჭირო ორგანიზაციულტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას უზრუნველყოფს მერის ადმინისტრაციული სამსახური.

3. საბჭოს წევრთა საქმიანობა წარმოებს საზოგადოებრივ საწყისებზე და არ ნაზღაურდება.

4. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ.

5. საბჭო რიგგარეშედ მოიწვევა მერის მოთხოვნითარაუმეტეს თვეში ერთხელ. საბჭოს არანაკლებ წევრის მოთხოვნითარაუმეტეს თვეში ერთხელ.

6. საბჭოს უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს მერის უფლებამოსილების ვადით.

7. საბჭოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია განხორციელდება მერის ბრძანებით.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1772
 
 
 
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები