დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მოქალაქეებმა ძირითადად სოციალური საკითხების მოგვარებაზე ითხოვეს დახმარება. როგორც კობა მურადაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთეს, რათა ადგილობრივების მიერ დაყენებული საკითხები დადებითად გადაწყდეს.
მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ოთხშაბათს, 12 საათზე იმართება.
მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს წინასწარი ჩაწერით. საკონტაქტო პირი: თამარ ჩხვიმიანი
მნახველთა რაოდენობა: 563