დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალგაზრდობის ფორუმი
13 აგვ 2024
 
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.
ფორუმზე სათათბიროს კოორდინატორმა, მარიამ ქოჩორაძემ დამსწრე საზოგადოებას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდობის თანამშრომლობის მნიშვნელობა გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბირო, საქართველოში არსებული 25 ახალგაზრდული სათათბიროდან შერჩეულია როგორც ერთ-ერთი წარმატებული გუნდი. მათი რეკომენდაციით მერიამ შექმნა ისეთი გარემო, სადაც ახალგაზრდები უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული სივრცით, აქვთ საშუალება, ჩაერთონ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააჟღერონ თავისი იდეები და ინიციატივები.
ღონისძიებას ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და დმანისელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
ფორუმის მიზანი მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა იყო.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2297
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები