დმანისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა.
მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში, განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა.
დღეს აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც. საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.