დმანისში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვეს
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მაია ხმალაძემ, 2022-2023 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვეს.
,,მისასალმებელია ის ფაქტი რომ დმანისში ამდენი წარჩინებული ახალგაზრდა გვყავს, ჩვენ ვამაყობთ მათი შედეგებით", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.