დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულო უფლებამოსილებას შეუდგა
30 ოქტ 2025
 
დმანისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულო უფლებამოსილებას შეუდგა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ახლად არჩეულ საკრებულოს მიულოცა, წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
სხდომა N24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ნონიაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი პაატა ყულიაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად ხმათა უმრავლესობით არჩეული არიან: „ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები: პირველ მოადგილედ რამიზ რამაზანოვი, ხოლო მოადგილეებად აზერ ალიევი და ოლეგ გოშუანი.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2908
 
 
 
სიახლეები
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
952