დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

2026 წლის 15 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე იაღუფლოს წყალსაცავისა და პანტიანის ტბის გათევზიანების მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა.
16 მარ 2026
 
2026 წლის 15 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე იაღუფლოს წყალსაცავისა და პანტიანის ტბის გათევზიანების მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ წყალსატევებში 17 000-დან 18 000-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი გაუშვეს, მათ შორის: კობრი, სარკისებრი კობრი და თეთრი ამური. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა.
აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ეკოსისტემის გაჯანსაღებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ჩვენს მუნიციპალიტეტში რეკრეაციული პოტენციალის განვითარებას.
მადლობას ვუხდით მელიორაციის სამსახურს გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3253
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები