დმანისის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის სხვადასხვა პროექტი აქტიურად ხორციელდება
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად კიდევ ორი სპორტული მოედანი გახსნა ბაზაქლოსა და მამიშლოში.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სრული დაფინანსებით განხორციელდა. რომლის ფარგლებშიც უმაღლესი ხარისხის, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო.
პროექტის ღირებულება ჯამში შეადგენს 733236,96 ლარს.