დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დმანისის ნაქალაქარზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტური „დმანისი - დემეტრე I“ გაიმართა.
25 ნოემ 2025
 
დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დმანისის ნაქალაქარზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტური „დმანისი - დემეტრე I“ გაიმართა.
ინფო-ტურის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, კერძოდ კი, დმანისის უმნიშვნელოვანესი ისტორიული როლისა და მეფე დემეტრე I-ის მოღვაწეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. ​ტურში დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 30-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ტურს უძღვებოდნენ არქეოლოგი ჯიმშერ ჩხვიმიანი და ისტორიკოსი ჯუმბერ კოპალიანი, რომლებმაც მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური აღმოჩენების და ისტორიული ღირებულების შესახებ, განსაკუთრებით კი დემეტრე I -ის როლზე ნაქალაქარის განვითარების საქმეში.
​ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო ომიაძე.
ღონისძიება ​საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის აქტიური ჩართულობით ჩატარდა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2372
 
 
 
სიახლეები
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
თებ 24 სამ 2026
922