დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2015-08-19

მიმდინარე წლის 19 აგვისტოს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის N138 დადგენილების ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის" ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუგუთში, ირგანჩაიში და ბაზაქლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის 22 მაისის N01-122/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამატებით შერჩეულ ქვეპროგრამის სამიზნე ახალ ოჯახებს გადაეცა გადაუდებელი, პირველადი დახმარებისათვის საჭირო ნივთები. ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის" ამოცანაა სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის მიტოვების რისკის შემცირება. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს სამიზნე ჯგუფებისათვის გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საქონლის/მომსახურების შესყიდვას და გადაცემას, სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ პირველად დახმარებას"-ისაუბრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დმანისის რაიონული განყოფილების იურისტმა ლაშა ქურდაძემ. ნივთების გადაცემას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ვეტერანთა საკითხებში-გოჩა დევდარიანი.

ვრცლად
2017-02-08

,,ჩვენ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, პერიოდულად ვახდენთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დამხმარე ეტლებით უზრუნველყოფას. დღეს გვქონდა მორიგი აქცია, რომლიც ეტაპობრივად გაგრძელდება" , - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ. 

აღნიშნული ეტლების უზრუნველყოფას ახდენს საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“.

ვრცლად
2017-02-08

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელების პროცესში დახმარებას დაპირდა. შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მეგი ედიბერიძე.

ვრცლად
2017-02-08

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დმანისს ესტუმრა. 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 7 თებერვალს დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.
ინტელექტ-შეჯიბრში დმანისის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ვრცლად
2017-02-03

გოგი ბარბაქაძე - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი

 - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი კომპაკტორიანი შვიდი კუბური მეტრი ტევადობის ნაგავმზიდი მოემსახურება, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას.

ვრცლად
2017-02-02

1 თებერვალს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ მხარის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა.

განხილულ საკითხთა შორის იყო მიმდინარე წლის რეგიონული პროექტები და მუნიციპალიტეტებში დასუფთავების მასშტაბური აქციების დაგეგმვა-ორგანიზება. 

ვრცლად
2017-01-20

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 21-22-23 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ვრცლად
2017-01-20

ბავშვთა პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაციის პროგრამის ფარგლებში ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატი ვერმოქსი (მებენდაზოლი) მიიღო.

,,აღნიშნული პრეპარატის გაცემა მიმდინარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში 5 დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე" - განაცხადა ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ონანაშვილმა.

ვრცლად
2017-01-20

ქალაქ დმანისის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგის ლამარა ცინდელიანის ინიციატივით, აღნიშნული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ნათლისღების დღესასწაულზე საზეიმო წირვის შემდეგ დმანისის ააიპ ,,სათნოების სახლის" ბენეფიციარებს ესტუმრნენ.
შეხვედრის მიზანი იყო საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით: ,,ადამიანი ადამიანის წამალია".
პატარებმა ხანდაზმულებს მიულოცეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული, გაახალისეს სიმღერებით, გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული.

ვრცლად
2017-01-18

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ააიპ ,,სათნოების სახლის" მონიტორინგი განახორციელა და ბენეფიციარებსა და ,,სათნოების სახლის" ხელმძღვანელს ნინო კავლელაშვილს გაესაუბრა. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიურად მრავალფეროვანი და ხარისხიანი საკვები მიიღონ. „სათნოების სახლში" სისუფთავეა, ძალიან კარგად გვემსახურებიან, გემრიელ საჭმელს გვიმზადებენ და ვინც აქ მუშაობს, ყველანი კარგები არიან. განსაკუთრებით ავღნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით კვება ბევრად გაუმჯობესდა, იგრძნობა უფრო მეტი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან “, – განაცხადა ააიპ ,,სათნოების სახლის" ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ფედოსია დემენტიევამ. 

ვრცლად
2017-01-16

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16–18 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +4, +9 გრადუსი იქნება. 19-20 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსი იქნება. 21 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, 22 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ვრცლად
2017-01-16

მეგი ედიბერიძე

 

- მადლობას ვუხდი ქალბატონ ნინო შალამბერიძეს გაზეთ ინტერნაციონალის" რედაქტორს, თუმანიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთი დოლიძეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაკა პეტრენკოს თბილი დახვედრისა და ყურადღებისათვის, რომ დმანისში მცხოვრები პატარები მათი მხადაჭერით თუმანიშვილის თეატრში დაესწრნენ პრემიერას - ,,ჭირვეულის მორჯულება". ნინო გვპირდება, რომ აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს ჩვენს მუნიციპალიტეტთან. 

მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისათვის, რომ უზრუნველყვეს პატარების უსაფრთხო ტრანსპორტირება.

ვრცლად