გაზეთ ,,ინტერნაციონალ ჯორჯიას“ მიწვევით და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 13 იანვარს დმანისელი ცხრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი თუმანიშვილის თეატრში დაესწრო პრემიერას ,,ჭირვეულის მორჯულება".
პრემიერამ დმანისელი პატარების მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,ქალთა ოთახში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის საქველმოქმედო გეგმების შემუშავებას დაეთმო.
შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი - ბესიკ ტეფნაძე და გაზეთ ,,ინტერნაციონალ ჯორჯიას“ რედაქტორი ნინო შალამბერიძე. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მეგი ედიბერიძემ შეხვედრაზე აღნიშნა: ,,ჩვენ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი აქტიური ჩართულობა საზოგადოებაში, როგორც კულტურული, ასევე სოციალური კუთხით, ბავშვებმა თავი უნდა იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“.
მეგი ედიბერიძე
- მადლობას ვუხდი ქალბატონ ნინო შალამბერიძეს გაზეთ ინტერნაციონალის" რედაქტორს, თუმანიშვილის სახელობის თეატრის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთი დოლიძეს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაკა პეტრენკოს თბილი დახვედრისა და ყურადღებისათვის, რომ დმანისში მცხოვრები პატარები მათი მხადაჭერით თუმანიშვილის თეატრში დაესწრნენ პრემიერას - ,,ჭირვეულის მორჯულება". ნინო გვპირდება, რომ აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს ჩვენს მუნიციპალიტეტთან.
მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისათვის, რომ უზრუნველყვეს პატარების უსაფრთხო ტრანსპორტირება.