დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2016-11-16

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“  ფარგლებში  მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას  საქართველოს მთავარი პროკურატურის, ბოლნისისა და დმანისის შინაგან საქმეთა სამმართველოების, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების გამგეობების, საკრებულოების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ბოლნისისა და დმანისის  საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ქ.ბოლნისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების: 

ვრცლად
2016-11-15

სხდომა გახსნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ. მიესალმა სამოქალაქო საბჭოს წევრებს, მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და 2016 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ესაუბრა.

ვრცლად
2016-11-09

ღია გაკვეთილის ფორმატში გომარეთელ ახალგაზრდებთან ერთად შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსანის“ შესახებ ისაუბრეს. 

ამავე დღეს , ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივითა და რეგიონალური განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლაში ,,სახალისო სტარტები“ გაიმართა. აქტივობების მიმდინარეობის პროცესს რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი  დაესწრო დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად. 

ვრცლად
2016-11-09

7 ნოემბერს ქალაქ მარნეულში გაიმართა სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშების ფინალური ეტაპი, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ დმანისის ,,სიონი“ და მარნეულის ,,სადახლო“.  ,,გამარჯვება დაძაბულ ორთაბრძოლაში წილად ხვდა დმანისის ,,სიონს“ ანგარიშით  4 – 2. 

ვრცლად
2016-11-08

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს შპს „ჯეოფერტის" წარმომადგენლებმა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში დმანისელ ფერმერებთან გამართეს სამუშაო შეხვედრა, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ჯეოფერტის“ მიერ წარმოებულ ბაქტერიული, ორგანო-მინერალური სასუქების პრეზენტაციას.

ვრცლად
2016-11-04

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს მიერ, ტურიზმის სფეროში ჩართული და ინდუსტრიაში ჩართვის მსურველებთან სემინარი გაიმართა.

ვრცლად
2016-11-03

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საბაზისო საფეხურის 94 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

ვრცლად

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე დმანისსა და მიმდებარე სოფლებში 6656 აბონენტს შეეზღუდება.

ვრცლად
2016-10-31

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი პოეტის ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თეატრის მსახიობებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. საკუთარი ლექსი წაიკითხა აგრეთვე სახალხო მთქმელმა ტარასი ცინდელიანმა. საღამო გაალამაზა ანსამბლებმა: ,,შგარიდამ“, ,,კიდევაც დაიზრდებიან’’ და ,,ირინოლამ’’.

ვრცლად