დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გამართულ პრეზენტაციას დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ
16 ნოემ 2016
 

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“  ფარგლებში  მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას  საქართველოს მთავარი პროკურატურის, ბოლნისისა და დმანისის შინაგან საქმეთა სამმართველოების, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების გამგეობების, საკრებულოების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ბოლნისისა და დმანისის  საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ქ.ბოლნისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების: ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის ,,ქალი და სამყაროს“,  ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო-საზოგადოებრივი ცენტრის“, ,,ქალთა ინიციატივების“, ,,ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობის“, ,,ახალგაზრდული ხედვა კავკასიას“ და ,,დედების“ წარმომადგენლები ესწრებოდნე პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა და ბოლნისის რაიონულმა პროკურორმა დავით კოჭლამაზაშვილმა  შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემებზე. დამსწრე პირებმა იმსჯელეს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და პრევენციული ღონისძიებები დაგეგმეს.პროექტის მიზანია ბოლნისის და დმანისის  მუნიციპალიტეტებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და  პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.ბოლნისის  რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და  მუნიციპალიტეტებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4302
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები