ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 261468 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
როგორც დმანისის მერი აღნიშნავს, ქალაქ დმანისის N1, N2 და სოფელ - განთიადისა და ჯავახის საბავშვო ბაღებში სამუშაოები ახლახანს დაიწყო და რეაბილიტაციასთან ერთად საქვაბის ფართის მიშენების სამუშაოები (ბოსლების, გომარეთის, მაშავერის, სარკინეთის, ასევე ქალაქ დმანისში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე ბაღში) მიმდინარეობს.
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ წარმომადგენლებმა, პროექტის ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ჩოლოყაშვილის და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, დმანისი-წალკის მაჟორიტართან-კახა ოქრიაშვილთან ერთად გახსნა.
მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ჩოლოყაშვილისა და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე სკვერის მშენებლობა დასრულდა. შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორების გადახურული სივრცე, ბილიკები მოპირკეთებულია დეკორატიული ფილებით, გაზონები გამწვანდა, ასევე დეკორატიული ლამპიონები, განთავსდა სკამები და ნაგვის ურნები მოეწყო.
შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდების საჭიროებები და პრობლემები, ასევე იმსჯელეს მათთვის პრიორიტეტულ თემებზე.
სოფელ პანტიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ტატუაშვილი გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 297 მეტრს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და გზა მოასფალტდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს კომპანია შპს ფნს ინშაათ სანაი ვე თიჯარეთი-ის საქართველოს ფილიალი საქართველოში, თანხით 129698 ლარი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრებთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან, პროექტის ფარგლებში: "სოფლად ცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისთვის" სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 















