დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მოსახლეობის სოციალური ნდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მერიაში შეხვედრა გაიმართა
04 სექ 2020
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრებთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან, პროექტის ფარგლებში: "სოფლად ცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისთვის" სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიზანია: ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში სოფლად მცხოვრები ქალების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით.

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის განხორციელების არეალია მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3194
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    166
    მაი 15 პარ 2026
    162