დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-05-29

1 ივნისს-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 
11:00 საათზე ა(აიპ) ,,სათნოების სახლი" - ს ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, ღონისძიებაზე მისულ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
13:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახური"-ის დაქვემდებარებაში შემავალი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.

ვრცლად
2018-05-29

მიმდინარე წლის 28-29 მაისს ბულგარეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში.

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო დმანისელმა ნოდარ ციხელაშვილმა, რომელმაც 60 კგ წონით კატეგორიაში ორივე ხელში მოიპოვა ვერცხლის მედლები. აღსანიშნავია, რომ ხვალ და ზეგ ნოდარ ციხელაშვილი იასპარეზებს პარა სპორტსმენებში.

ვრცლად
2018-05-29

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ - ს ფარგლებში, ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა მიდმდინარეობს. პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი.

ვრცლად
2018-05-27

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლებმასასულიერო პირებს არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძეს და მღვდელთმონაზონ  ხარიტონ არეშიძეს მიენიჭათ საპატიო გომარეთელების წოდებააღსანიშნავია, რომ გომარეთობა უკვე 10 წელია არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ინიციატივით აღინიშნება.

ვრცლად
2018-05-26

ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ,,შგარიდა“ ,,ირინოლა“, ,,დმანისური აისი“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბავშვთა - ქართული ხალხური ცეკვის, ქართული ხალხური სიმღერის, ქართული ხალხური საკრავების, საესტრადო სიმღერის, სამეჯლისო და სპორტული ცეკვის, თეატრალური სტუდიები. დამსწრე საზოგადოებას 26 მაისის 100 წლის იუბილე სცენიდან მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა. ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვის სტუდიამ სახეზე მოხატა მსურველები. 

ვრცლად
2018-05-25

საქართველოს დამოუკიდებლობის 100წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გაიმართა ქართული საესტრადო და ქალაქური სიმღერების კონცერტი. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საესტრადო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსის“ აღსაზრდელებმა ქართული სიმღერები მიუძღვნეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. დმანისის ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს. 

ვრცლად
2018-05-25

დმანისის ახალგაზრდული ცენტრი15:00 საათზე ატარებს ინტელექტუალურ კონკურსს - სახელწოდებით "ჩვენ ვსწავლობთ გეოგრაფიას". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა საჯარო სკოლას (სურვილის მიხედვით).
კონკურსი ჩატარდება გუნდური პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ თითოეული სკოლის მე 10 -11 კლასიდან შეირჩევა სამი მოსწავლე (სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით. კითხვები, რომლებიც ამ კონკურსში იქნება გამოყენებული მომზადებულია ბაქსვუდის სკოლის გეოგრაფიის კათედრის ხელმძღვანელის - ლიზი გადრანის მიერ. კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ენციკლობედიებითა და სიგელებით.

ვრცლად
2018-05-25

სახალხო დღესასწაული ,,გომარეთობა“ 27 მაისი 12:00 საათი
ჩატარების ადგილი - სოფელი გომარეთი - კულტურის სახლი.

გომარეთის კულტურის სახლში გაიმართება ღონისძიება სადაც მონაწილეობას მიიღებენ: გომარეთის ფილიალის ქორეოგრაფიული ანსამბლი ქციელები, სულთმოფენობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, რეპერი ლევან სარსევანიძე.
მოეწყობა ააიპ ,, დამანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ სტუდიების მოსწავლეთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა.
გაიმართება სპორტული ღონისძიებები: დოღი, ჭიდაობა, ლახტი, ჭადრაკი, გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

ვრცლად
2018-05-24

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ წინ მდებარე სკვერში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ: ქალთა, ვაჟთა და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები ,,ირინოლა“ ,,კიდევაც დაიზრდებიან“, ,,შგარიდა", ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი", ასევე ხალხური საკრავსების და ქორეოგრაფიული ანსამბლის აღრაზრდელები.
ღონისძიებაზე დმანისელმა პოეტებმა: მაყვალა სიმონიშვილმა, ტერენტი ცინდელიანმა, ნანა უბილავამ, ქეთო დარბინიანმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.

ვრცლად
2018-05-24

ამ წუთებში მერიის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს შეხვედრა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობითი უფლებების ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრა იმართება ააიპ "ინიციატივა რეგიონული განვითარებისათვის" პროექტის ფარგლებში "ერთად ერთმანეთისათვის" ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობის საქმეში არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შეხვედრას ესწრებიან დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, პედაგოგები, სოფლის ექიმები, ბავშვები მშობლებთან ერთად. შეხვედრის ორგანიზატორია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

ვრცლად
2018-05-24

გაეროს მოსახლეობის ფონდი UNFPA ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს შეხვედრების სერიას გენდერული ნიშნით სქესის შერჩევასა და ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების თემაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამ წუთებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც მოწვეულია ადგილობრივი მოსახლეობა, ქალები და მამაკაცები. შეხვედრა მიმდინარეობს აზერბაიჯანულ ენაზე, რომელსაც უძღვება ორი ადგილობრივი ტრენერი ლეილა სულეიმანოვა და აიშან გიზბასოვა.

ვრცლად
2018-05-24

განკარგულება N 23-08-ინფრასტრუქტურული პროექტების ცვლილების შესახებ

ვრცლად
2018-05-23

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელი“-ს ორგანიზებით დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მოწვეული იყო მგალობელ ვაჟთა გუნდი რუსთავიდან. შესრულდა როგორც საგალობლები, ასევე ქართული ხალხური სიმღერები. საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, დაინტერესებული საზოგადოება.

ვრცლად
2018-05-22

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ის აუცილებელი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისას განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე.

ვრცლად
2018-05-22

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში მოეწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის თემატიკით დატვირთული წიგნების გამოფენა. ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბავშვთა ნამუშევრებთან ერთად გამოიფინა ააიპ ,,დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის“, საქართველოს ისტორიის ამსახველი, საარქივო მასალა და წიგნები. დმანისის ააიპ ,,სამუსიკო სკოლის" მოსწავლეების მიერ შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები, პატრიოტული სიმღერები. ღონისძიებას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი.

ვრცლად
2018-05-22

ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“- ის ფარგლებში ანიმაციური გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა მსახიობებმა დღეს ბავშვებთან ერთად მოაწვეს ქუჩის თეატრალიზებული მსვლელობა ე.წ. „ბარაბან-შოუ“.  ბავშვებისთვის კინოჩვენებამდე გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა თემაზე „ქართული ანიმაციის ისტორია“. გამარჯვებულებმა საჩუქრად მიიღეს ანიმაციური ფილმების DVD დისკები. ფესტივალის დასასრულს ნაჩვენები იყო ვორქშოპზე შექმნილი 1 წუთიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც მაყურებელს თავად ავტორებმა წარუდგინეს.

ვრცლად
2018-05-21

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგკურსში  „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“  მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია  მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.   

ვრცლად
2018-05-21

პიროვნული განვითარების პროგრამა - სამსახურის ძიების ეფექტური გზები, CV და სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკები და წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

პროექტის ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით’’ ფარგლებში დაგემილია პიროვნული განვითარების პროგრამა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისათვის - ტრეინინგი სამსახურის ძიების ეფექტური გზების, CV და სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკებისა და წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.

ვრცლად