მიმდინარე წლის 3 მაისს ქალაქ რუსთავში "სიდას" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და უწყებათაშორისი თანამშრომლობის როლი დანაშაულის პრევენციაში". შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი შეაფასეს.
სპრინტის გამარჯვებული სოფელ გომარეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ექიზაშვილია, ხოლო მინიფეხბურთის პირველობა წილად ხვდა სოფელ ზემო ოროზმანის ფეხბურთის გოგონათა გუნდს.
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველობაზე დაბა ანაკლიაში, რომელიც გაიმართება ივლისის თვეში.
მიმდინარე წლის 23 -29 აპრილს საქართველოში ჩატარდაა ევროპის იმუნიზაციის კვირეული სლოგანით: აცერი და დაიცავი! ვაქცინები მოქმედებს! აღნიშნულ აქციას შეუერთდა ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. კვირის განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები კერძოდ:
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაში სამუშაო სეხვედრა გაიმართა პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად" და "საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივის" ფარგლებში.
დღეს ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართება ღონისძიება "წიგნი ცოდნის დედაა", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა, აქტიურმა მკითხველებმა და მოსწავლეებმა.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ისაუბრეს ქართული სტამბისა და ქართული წიგნის წარმოშობის ისტორიაზე, გააჟღერეს ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები წიგნზე. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.
მიმდინარე წლის 24 - 25 აპრილს „ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში სოფელ განთიადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა მუნიციპალური ეტაპი მინი-ფეხბურთში, სადაც მონაწილებას იღებდა დმანისის მუნიციპალიტეტის 14 სკოლის გუნდი.
დღეს დმანისში სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა. სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი განკუთვნილია ძირითადად დიაბეტითა და სხვა არაგადამდები დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის. ახალგარემონტებულ ცენტრში „ექთს ჯორჯია“ წარმართავს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ბენეფიციარებისათვის საჭირო სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებასა და იმ უნარების ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დაავადების დამოუკიდებლად გამკლავების მიზნით.
30 აპრილს 14:00 საათზე
ააიპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართება ღონისძიება "წიგნი ცოდნის დედაა".
მობილური ლაბორატორია სოფელ ბოსლებში 11:00 საათიდან, ხოლო სოფელ აზკაკლიანში 13:00 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა ჩაეტარებინა ,,С" ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
„ქალთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება",- ასე ქვია საგრანტო კონკურსს, რომელსაც ასოციაცია „მრავალეროვანისაქართველოს ქალები“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში, (2017 – 2018) აცხადებს
ღონისძიება დაასრულდა სპექტაკლის პრემიერით "იავნანამ რა ჰქმნა", რომელშიც მონაწილეობდნენ N1 საჯარო სკოლის V-VII კლასის მოსწავლეები.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
„ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში 24 და 25 აპრილს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სოფელ განთიადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს დმანისის მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლა (როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში).
24 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C" ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდება.მობილური ამბულატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ასკაკლიანსა და ბოსლებში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს ,,C" ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება.
11:00 საათი სოფელი ბოსლები
13:00 საათი სოფელი აზკაკლიანი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარმაზში ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს ადგილზე არსებული საჭიროებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. დაისახა სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 













