დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
მერიის დადეგნილებები და განკარგულებებები

 

ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
22 აპრ 2018
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარმაზში ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სს ,,არდი ჯგუფის’’ წარმომადგენლებმა გამართეს, რომელსაც ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები დაესწრნენ. 
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ფერმერებს გააცნეს აგრო დაზღვევის პირობები და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ შეთავაზებული აგრო დაზღვევით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები უკვე სარგებლობენ. 
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით ხორციელედება აგროდაზღვევის პროექტი, რაშიც აქტიურად არის ჩართული სს “არდი დაზღვევა“. პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულ პირთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ პირებისათვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სს „არდი დაზღვევის“ სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.
ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო’’ აქტიურად თანამშრომლობს სს „არდი დაზღვევასთან“ და მზად არის ხელი შეუწყოს ფერმერებთან და მეწარმეებთან სააზღვევო პროდუქტის წარდგენასა და შესაბამისი საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია შეხვედრებს ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4680
 
 
 
მერიის დადეგნილებები და განკარგულებებები
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1637
    ივნ 24 ოთხ 2026
    1625