მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა სოფელ კიზილქილისის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი - სტადიონი გახსნა.
ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის: ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა.
პროექტის განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა სკოლის ადმინისტრაციამ საკუთარი ხარჯებით შეძლო.
ახალი სტადიონით სარგებლობას სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეიდან შეძლებენ.
სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გახსნა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან მანთაშაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში განხორციელებული, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას და პრობლემების მოგვარება პრიორიტეტის მიხედვით მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ფრენბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა. ვაჟებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქალაქ დმანისის N1, N3 , სოფელ განთიადის, იაღუფლოსა და ოროზმანის საჯარო სკოლები, სადაც გამარჯვება ქალაქ დმანისის N1 საჯარო სკოლამ მოიპოვა. გოგონებში ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ იაღუფლოსა და სოფელ ოროზმანის საჯარო სკოლები, აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება სოფელ იაღუფლოს სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ თამაშებში.
5 დეკემბერს ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართა გამომცემლობა „წიგნი+ერის“ მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია:
„დმანისის ნაქალაქარი“ ავტორი ჯუმბერ კოპალიანი,
„ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“-სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიული რომანი (ავტორი მიხეილ კეკელიძე ახალი რედაქტირება).
ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეთოდისტი გურამ თაყნიაშვილი, გამომცემლობა „წიგნი+ერის“ რედაქტორი მზია რაზმაძე, ქართულ-ებრაული მუზეუმის დირექტორი პროფესორი გივი ღამბაშიძე, ამავე მუზეუმის თანამშრომელი მარინა კოშკაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სქამეთა სამსახურის თანამშრომლები.
25 ნოემბერს ცივილიზებულმა მსოფლიომ გაეროს ინიციატივით დაარსებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღნიშნა. დმანისის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
4 დეკემბერს 15 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა ვიზუალური აგიტაცია გენდერული ძალადობის საკითხებზე.დანაშაულის პრევენციის მიზნით, რომელიც დასრულდა მსვლელობით.
ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახის“ და ა(აიპ) საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ.
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ბავშვთა სანიმუშო ანსამბლის „მართვე“ - ს ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა ანსამბლი „მართვე“ - ს დამაარსებლის, ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის გივი ტატიშვილის ხსოვნის საღამო. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მართვე“ წარმოადგინა ცეკვები.
საღამოს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიება ტექნიკურად უზრუნველყო ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს კონკურსს „წერილი სახალხო დამცველს“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის, სამეგრელოს, გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის საჯარო სკოლების ყველა მე–10, მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეს. კონკურსის მეშვეობით მათ ეძლევათ შესაძლებლობა საქართველოს სახალხო დამცველს პირადად მისწერონ წერილი გენდერული თანასწორობის თემატიკაზე:
• გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები;
• ადრეულ ასაკში ქორწინება;
• ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა;
• ქალი და პოლიტიკა;
• გენდერული სტერეოტიპები;
პროექტის - ”Eco wave in Dmanisi” ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელშეწყობით, ,,აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ და “HEKS EPER” – ის ფინანსური მხარდაჭერით პანტიანის ტბის მიდამოებში დასუფთავების აქცია მოეწყო.
პროექტის მიზანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტში და ახალგაზრდა თაობების ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
პროექტი მოამზადა ა(აიპ) საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა ელვინ კოიუშოვმა.
ქალაქ დმანისის ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, დმანისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდება ქორეოგრაფ გივი (გია) ტატიშვილის ხსოვნის საღამო , რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, ღონისძიების ორგანიზატორი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.გივი (გია) ტატიშვილის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრებენ მისი მეგობრები, მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ქორეოგრაფიული კავშირიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ეკლესიის მგალობელთა გუნდი. ღონისძიებას ტექნიკურად უზრუნველყოფს დმანისი ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველო სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.
გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტში დროშები დაეშვა.
სახალხო დამცველის აპარატის და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ქალთა ოთახის" ორგანიზებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებების თემას, ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ასაკში ქორწინებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ქალთა ოთახის თანამშრომელი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე წარმომადგენლები რომელთაც სამსახურეობრივად შეხება აქვთ ქალთა უფლებებთან, სოციალურად დაუცველ ადამიანებთან და ბავშვთა უფლებებთან.
დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდენ ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სტუდიები და ანსამბლები:
ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“ (ხელმძღვანელი თ. შარგიანი) ,,ჩონგურს სიმები გავუბი“, ,,გფარავდეს ლომისის მადლი“;
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“ (ხელმძღვანელი გ.გურჩიანი)
,,გაფრინდი შავო მერცხალო“, ,,მესხური მრავალჟამიერი“, ,,ფერხული“;
ბავშვთა საესტრადო სტუდია (ხელმძღვანელი მ. ქოჩორაძე)
,,სულიკო“, ,,ჩემო ციცინათელა“, ,,აქ ემღერება გულს“;
გომარეთის ფილიალის ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის სტუდია ,,ქციელები“ (ქორეოგრაფი მ.ხიზანიშვილი) ,,ლაზური“, ,,რაჭული“;
ბავშვთა თეატრალური სტუდია ,,ბერიკები“ (ხელმძ. ზ.ბერუაშვილი)
,,ჩვენისთანა ბედნიერი“;
სახალხო მთქმელი ტერენტი ცინდელიანი.
დმანისში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა
დმანისის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა N24- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლონგინოზ ყულიაშვილმა გახსნა. მან დეპუტატებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი დეპუტატი ნიაზ მაჯითოვი წარუძღვა, რის შემდეგაც დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ მერაბ ოქრიაშვილი აირჩიეს, მოადგილედ - გუსეინ ისმაილოვი.
ევროკავშირის და ,,UN Women" -ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „არა ოჯახში ძალადობას!“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. განსაკუთრებული ყურადრება მიექცა საჯარო სკოლებში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციის გავრცელებას.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 











