მიმდინარე წლის 16 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლამ დაარსების 120 წელი აღნიშნა. სკოლა 1987 წლიდან ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს, რადგან სკოლის დაარსებაში გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ექვთიმე თაყაიშვილს დიდი წვლილი შეუტანია.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1897 წლის 5 ოქტომბერს გახსნა სოფელში ორგანყოფილებიანი სკოლა, რომელიც 1910 წლიდან ოთხწლიან სკოლად გადაკეთებულა. 1935 წლიდან კი ზოგადსაგანმანათლებლო დატვირთვა მიუღია, რომლის პირველი გამოშვება 1938 წელს მომხდარა. სოფელ გომარეთში პირველი მასწავლებელი, თომა კევლიშვილი გორის მაზრიდან მოსულა. სხვადასხვა დროს მრავალ სახელოვან პედაგოგს უმოღვაწია ამ საუკუნოვან სკოლაში. მათგან აღსანიშნავია მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი ბოკერია, ზაქარია გულისაშვილი და მრავალი სხვა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან გარემოს დასუფთავებას, 2017 წლის 16 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ააიპ კომუნალური სამსახურის ძალისხმევით, სოფელ იაღუფლოში მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისაგან.
მიმდინარე წლის 9 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილონში „თბილისის წიგნის დღეები 2017’’ გამომცემლობა „წიგნი+ერმა“ მოაწყო ახალი წიგნების: ჯუმბერ კოპალიანის „დმანისის ნაქალაქარი“ და მიხეილ კეკელიძის „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“ (ახალი რედაქტირება) პრეზენტაციები.
„დმანისის ნაქალაქარის“ პრეზენტაცია გააკეთა ავტორმა ჯუმბერ კოპალიანმა, ხოლო „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“- დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ა(აიპ) ,,დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის უფროსმა თინათინ თეთრაძემ და დმანისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოქრიაშვილმა.
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ააიპ „დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში მოეწყო ხატვისა და ხალხური რეწვის სხვადასხვა ეროვნების ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ირინოლა" და ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი”. ქართველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა წაიკითეს ლექსები.
17 ნოემბერს 11:00 საათზე ევროკავშირის და ,,UN Women" -ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „არა ოჯახში ძალადობას!“ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.
დასწრება თავისუფალია.
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი ტატუაშვილი გამგეობის და ა(ა)იპ სამსახურის ხელმძღვანელებს წარუდგინა.
,,გიორგის მინდა მივულოცო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები.
გიორგი არის კვალიფიციური, გამოცდილი იურისტი, კარგად აღზრდილი ახალგაზრდა, კარგი ოჯახიშვილი, ღირსეული დმანისელი.
მე ვიცი მისი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი იქნება კარგი მმართველი, ის ახალი შემართებით განავითარებს დმანისს" - განაცხადა დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა.
მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,საუკუნის მკვლელობა" გაიმართა.
სპექტაკლი მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობდნენ: გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ასმათ ქურციკიძე, ქეთევან შერვაშიძე, გიორგი სავანელი, ლაშა ჩხვიმიანი, ვაკო კობერიძე, თორნიკე ჩიხლაძე, თამარა ადამია, ნინა ჯაოშვილი, ვატო ზოიძე.
ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე ხრამის ხეობაში, კერძოდ, ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, იგეგმება ორ-საფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს შპს ,,ხრამის კასკადმა" დმანისის მუნიციპალიტეტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო საჯარო განხილვა გამართა, სადაც დაინტერესებულმა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღო პროექტის შესახებ და საშუალება მიეცათ დაეფიქსირებინათ თავისი შენიშვნები.
პრიექტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელია:
დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეგიდით შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა.
აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ათმა გუნდმა.
სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ინდივიდუალურ შეჯიბრში გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა სოფელ აზკაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლემ აიგიზილ ალიევამ, ხოლო მეორე ადგილი ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნანო არჩემაშვილმა დაიკავა.
25-29 ოქტომბერს კიევში გაიმართა უკრაინის ღია პირველობა ,,კიკბოქსინგში'', სადაც დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბი ,,არწივი" იყო მიწვეული.
კლუბი ,,არწივი"-ს დამფუძნებლის და გუნდის მწვრთნელის-ლერი ავალიშვილის ინფორმაციით აღნიშნულ ტურნირზე ლაშა მუსხელიშვილმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ჩაატარა ექვსი ბრძოლა, მიაღწია ფინალამდე და ფილალში დამარცხდა, დასჯერდა მეორე ადგილს.
10 ნოემბერს 18:00 საათზე ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,საუკუნის მკვლელობა" გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
ავტორი და დამდგმელი რეჟისორი: გიორგი სავანელი.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის მინი სტადიონზე ჩატარდა ფეხბურთის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა.
გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა დიდი დმანისის საჯარო სკოლის გუნდმა.
ვაჟებს შორის კი ქალაქ დმანისის საჯარო სკოლის გუნდმა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 










