მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,საუკუნის მკვლელობა" გაიმართა.
სპექტაკლი მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობდნენ: გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ასმათ ქურციკიძე, ქეთევან შერვაშიძე, გიორგი სავანელი, ლაშა ჩხვიმიანი, ვაკო კობერიძე, თორნიკე ჩიხლაძე, თამარა ადამია, ნინა ჯაოშვილი, ვატო ზოიძე.
სპექტაკლის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გიორგი სავანელი, ხოლო
სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანი.
სპექტაკლის მოქმედების არეალი მოიცავდა ილია ჭავჭავაძის განვლილ გზას პეტერბურგის უნივერსიტეტიდან დაბრუნების შემდეგ სიცოცხლის ბოლო წუთამდე. წარმოდგენაში მაყურებლის თვალწინ გაცოცხლდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-20 საუკუნის დასაწყისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს.
სპექტაკლს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული საზოგადობა. სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.