21 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა მოქალაქეებმა უფასოდ ჩაიტარეს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, B და C ჰეპატიტებისა და აივ-ინფექციის სკრინინგი.
მოსახლეობას ასევე საშუალება ჰქონდა, გაევლო სხვა არაგადამდები დაავადებების პრევენციული შემოწმება.
აქცია მიზნად ისახავდა დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობას.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































