დმანისის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას, რის გამოც 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგი განხორციელდა.
კვლევა მამოლოგის გასინჯვას და ულტრაბგერით კვლევასაც მოიცავდა. ამასთანავე, 25-და 60 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ქალებმა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით ისარგებლეს. პარალელურ რეჟიმში მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, შეემოწმებინათ B და C ჰეპატიტების, ასევე აივ ინფექციის ტესტი და ჰიპერტენზიული დაავადების სკრინინგი.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































