✅პირველ ოქტომბერს აღინიშნება "ხანდაზმულთა საერთაშორიო დღე", რომელსაც ტრადიციულად უერთდება დმანისის მუნიციპალიტეტი.
✅მოხუცებს ამ დღეს მიულოცავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი. თითოეულ ბენეფიციარს მუნიციპალიტეტისაგან საჩუქრად გადაეცემათ სასურსათო და ტკბილეულის კალათები.
✅ააიპ ,,დმანისი კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კიდევაც დაიზრდებაინ“ , საესტრადო სტუდია ,,მიქსი’’ და სამეჯლისო ცეკვის სტუდია ,,დანსი“ ხალხური და საესტრადო სიმღერებით და ევროპული ცეკვებით მიულოცავენ სათნოების სახლის მოხუცებს მათ დღეს.
✅ღონისძიები ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, მოინახულებს ააიპ დმანისისი კულტურისა და ხელოვნების ცენტრის'' ინტერნაციონალური ანსამბლის ,,დმანისური აისი"ს წევრს, ღვაწლმოსილ პედაგოგს ფედოსია დემენტიევას .