2016 წლის 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria» გაიმართება ბელორუსის პირველი მასშტაბური ნაციონალური გამოფენა. გამოფენა გაიხსნება 1 სექტემბერს 12:00 საათზე.გამოფენის გამართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის 2016 წლის მარტში, ქ. მინსკში (ბელორუსის რესპუბლიკა) ოფიციალური ვიზიტის დროს გადაწყდა.ბელორუსის ნაციონალური გამოფენა წლის განმავლობაში ბელორუსის მხარის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელორუსში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა, სადაც მონაწილეობას ბელორუსში მოღვაწე მსახიობები და მომღერლები მიიღებენ.ღონისძიებაში მონაწილეობას ბელორუსის რესპუბლიკის დაახლოებით 150 კომპანია, მათ შორის მოწინავე საწარმოები მიიღებენ.საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria» წარმოდგენილი იქნება ბელორუსული პროდუქციის და მომსახურების ფართო სპექტრი, მათ შორის: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა მრავალი.ასევე გამოყოფილი იქნება ცალკე სტენდი, რომელიც მიეძღვნება ბელორუსის რესპუბლიკის ეკონომიკურ, საექსპორტო, საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს.გამოფენა ემსახურება საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობასა და ორივე მხარის ბიზნეს სექტორის დაახლოებას. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქს არაერთი ბელორუსი ბიზნესმენი ესტუმრება, რომლებსაც საქართველოში სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები და საინვესტიციო პოტენციალი გააჩნიათ.
განცხადებები
დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას
31 აგვ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3605
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
119
დეკ 30 ორშ 2024
675
ნოემ 22 პარ 2024
596