დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას
31 აგვ 2016
 
2016 წლის 1 სექტემბრიდან  4 სექტემბრის ჩათვლით ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria» გაიმართება ბელორუსის პირველი მასშტაბური ნაციონალური გამოფენა. გამოფენა გაიხსნება 1 სექტემბერს 12:00 საათზე.
გამოფენის გამართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის 2016 წლის მარტში, ქ. მინსკში (ბელორუსის რესპუბლიკა)  ოფიციალური ვიზიტის დროს გადაწყდა.
ბელორუსის ნაციონალური გამოფენა წლის განმავლობაში ბელორუსის მხარის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელორუსში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა, სადაც მონაწილეობას ბელორუსში მოღვაწე მსახიობები და მომღერლები მიიღებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ბელორუსის რესპუბლიკის დაახლოებით 150 კომპანია, მათ შორის მოწინავე საწარმოები მიიღებენ.
საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria»  წარმოდგენილი იქნება ბელორუსული პროდუქციის და მომსახურების ფართო სპექტრი, მათ შორის: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა მრავალი.
ასევე გამოყოფილი იქნება ცალკე სტენდი, რომელიც მიეძღვნება ბელორუსის რესპუბლიკის  ეკონომიკურ, საექსპორტო, საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს.
გამოფენა ემსახურება საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობასა და ორივე მხარის ბიზნეს სექტორის დაახლოებას. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქს არაერთი ბელორუსი ბიზნესმენი ესტუმრება, რომლებსაც საქართველოში სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები და საინვესტიციო პოტენციალი გააჩნიათ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3604
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3706
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები