დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

გიწვევთ სპორტულ ფესტივალზე!
29 მარ 2017
 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" ახორციელებს შემდეგ სპორტულ აქტივობებს:

საბავშვო ქუჩის ფეხბურთის ფესტივალი (5X5);
საბავშვო ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი (3X3);
სპრინტი 60 მეტრზე;
ჭადრაკი;

წარმოდგენილ სახეობებში შეჭიბრებები გაიმართება როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს შორის, მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ 14-16 წლის მოზარდებმა, როგორც სკოლის გუნდებმა, ასევე პირთა გაერთიანებებმა;
გამარჯვებულ სპორტსმენებს საქართველოს 12 რეგიონიდან 8 დღით უმასპინძლებს ,,მომავლის ბანკი", სადაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი;
საქართველოს ჩემპიონებს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" სახელით გადაეცემათ სოლიდური პრიზები;

პირველ ეტაპზე ტურნირის გამართვას უზრუნველყოფს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომელიც განსაზღვრავს ტურნირის ჩატარების ადგილსა და დროს.
მაისიდან სტარტს აიღებს შეჯიბრებები რეგიონულ დონეზე, რომლებშიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდები გამოვლინდებიან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის მიმართეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.
საკონტაკტო პირი: ნიკა ქართველიშვილი ტელ: 598 49 39 92

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6293
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
12116
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    აპრ 15 ოთხ 2026
    624