დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“
 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“, როლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, მოხალისეობის პოპულარიზაცია, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 17 დან 25 წლამდე ორი მოხალისე თითოეული მუნიციპალიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები მიიღებენ ,,საქართველოს მოხალისის“ სტატუსს, რომლებიც 10 დან 14 ივნისის ჩათვლით გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-სემინარს. პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ: 1.გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი 2.მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში 3.ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service) 4.გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: http://youth.gov.ge/home 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. საკონტაკტო პირი: ნიკა ქართველიშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში. 598 49 39 92
19 მაისი, ხუთშაბათი, 2016 წელი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3236
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3413
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები