დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

ახალგაზრდული სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის ცერემონია
20 აპრ 2018
 

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტი, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის დაკვეთით, უშუალოდ განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა, მათ მიერ შერჩეული კონტრაქტორი კომპანიის საშუალებით (CESCO).

ახალგაზრდული სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრი განკუთვნილია ძირითადად დიაბეტითა და სხვა არაგადამდები დაავადებებით (ასთმა და მისთ.) დაავადებული ბავშვებისათვის. ახალგარემონტებულ ცენტრში „ექთს ჯორჯია“ წარმართავს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ბავშვებისთვის საჭირო სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებასა და იმ უნარების ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დაავადების დამოუკიდებლად გამკლავების მიზნით. შენობა აღჭურვილია სათანადო აპარატურით ბავშვების საჭიროებების დროულად დაკმაყოფილების მიზნით. შენობას დმანისის  მუნიციპალიტეტი ასევე გამოიყენებს სხვა სახის საქმიანობისთვისაც. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5151
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
14238
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1809
    ივნ 24 ოთხ 2026
    1808