დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

ტრენინგი ქალებისთვის
21 მაი 2018
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგკურსში  „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“  მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია  მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.   

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • ქვემო ქართლში მცხოვრებ ქალებს 18 წლის ზემოთ
  • ვისაც სურს ბიზნესის დაწყება
  • ვისაც აქვს უნარი და მოტივაცია მართოს ბიზნესი


სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, მათ შორის, პრეზენტაციის მომზადებას/წარდგენას


ტრენინგ კურსის თემებია : 

  • ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება
  • ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა
  • პიროვნებები და გუნდები
  • მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა
  • ბიზნეს მოდელირება
  • კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება
  • ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა
  • საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება


ტრენინგ კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე

კურსის ხანგრძლივობა: 27 საათი.
პერიოდი: 2 ივნისი.
სასწავლო დღეები: შაბათი-კვირა.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4,5 საათი.
ტრენინგის სამუშაო ენა არის ქართული
კურსში მსმენელების რაოდენობა: 16.
ადგილი: ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თბილისი, გორგასლის . 10. 
კურსში მონაწილეობა არის უფასო

შერჩეული მონაწილეების ტრანსპორტირება განხორციელდება ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის  მხარდაჭერით

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3162
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3707
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები