დღეს სოფელ კამარლოში ალტერნატიული სათემო საბავშვო ბაღი გაიხსნა
გახსნის ცერემონიას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.
საბავშვო ბაღი იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს JICA-ს დაფინანსებითა და საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას მხარდაჭერით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიხსნა.
კობა მურადაშვილის განცხადებით ალტერნატიული საბავშვო ბაღი დმანისის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებისთვის სადაც აღსაზრდელების მცირე რაოდენობაა ძალიან მნიშვნელოვანია. სტანდარტული ბაღისგან განსხვავებით, აღნიშნული დაწესებულება პატარებს სთავაზობს საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც 3-6 წლამდე ასაკის ბავშვები 4 საათის განმავლობაში მიიღებენ განათლებას.