დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა
მერმა, დამსწრე საზოგადოებას ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. კობა მურადაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. კობა მურადაშვილის განცხადებით, ყველა პროგრამა და ღონისძიება, რაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა და სამომავლოდ განხორციელდება, მოსახლეობასთან შეთანხმებული და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
დმანისის მუნიციპალიტეტში 2021 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 140 % - ით გაიზარდა და შეადგენს 24 000 000 ლარს, რაც მეტ შესაძლებლობებს იძლევა ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დელეგატი, დავით შერაზადაშვილი, ქალაქ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































