დმანისში ,,დმანისობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა
სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა და დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსმა დიონისე გვიმრაძემ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო, სამკითხველო სივრცეები, გაიმართა საპატიო დმანისელების, პედაგოგების და 2023-2024 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიალი.
პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში და ჭადრაკში. აღნიშნულ აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ შემოქმედებითმა კოლექტივებმა, სამუსიკო სკოლამ, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.
ღონისძიება დაასრულა ჯგუფმა ,,ურსამ" საზეიმო კონცერტით.