დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურებ
08 ივნ 2026
 
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები და ბავშვთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.
​მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების პრაქტიკული მხარეები და ამ მიმართულებით უკვე არსებული წარმატებული მაგალითები.
შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დმანისის ბავშვთა დღის და ადრეული განვითარების ცენტრსა და კამარლოს ალტერნატიულ სათემო საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ბავშვთა სერვისებსა და მუშაობის სპეციფიკას.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2396
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1792
ივნ 24 ოთხ 2026
1785