დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
26 ივლ 2026
 
დმანისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოსახლეობას გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული პროექტები დეტალურად წარუდგინა და განსაკუთრებული აქცენტი საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე გააკეთა. დოკუმენტის მიხედვით, პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ასევე, ადგილობრივი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ათვისება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი დიდიძე, ბოლნისისა და დმანისის თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება, ხოლო პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 834
 
 
 
სიახლეები
 

2026 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
1770
ივნ 24 ოთხ 2026
1760