მიმდინარე წლის 14 მაისს რუსთავში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო–სახალხო განხილვა მოეწყო. დოკუმენტში განსახორციელებელი ცვლილებები, რუსთაველებს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით წარუდგინა. შეხვედრა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა, რომელსაც მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
2017 წლის 8 მაისს ქალაქ დმანისში სამოყვარულო ფეხბურთის მუნიციპალიტეტის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფელ ჯავახის და ქალაქ დმანისის, სოფელ ამამლოს და სოფელ შინდლარის გუნდები.
15 მაისს 14 საათზე ფინალური შეხვედრა ჩატარდება ქალაქ დმანისის და სოფელ ამამლოს გუნდებს შორის.
მიმდინარე წლის 10 მაისს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხატვის სტუდიის აღსაზრდელებმა (პედაგოგი ავთანდილ ნარსავიძე) დმანისში გადასასვლელები მოხატეს. საქართველოს პროკურატურა კამპანიას – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი პირადად მიულოცეს დმანისელ ვეტერანებს, მადლობა გადაუხადეს ქვეყნის წინაშე მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი ბარათები გადასცეს.
აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. საღამო მუსიკალურად გაალამაზა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,კიდევაც დაიზრდებიან", ინტერნაციონალურმა ანსამბლმა ,,დმანისური აისი. თეატრალური სტუდიის ,,ბერიკები" აღსაზრდელმა ნიკოლოზ ციგრიაშვილმა წაიკითხა ლექსი ,,ღიმილის ბიჭი ვიყავი".
მიმდინარე წლის 4 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით
მიმდინარე წლის 3 მაისს სახალხო დამცველი დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საუბარი შეეხო იმ პრობლემებს რაც აწუხებს დმანისის მოსახლეობას.
სპორტული პროექტი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.
მოყვარულთა თასი 2017 ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ თასის სისტემით, ერთ წრედ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და ზოგიერთ შემთხვევაში, პრიზიორი გუნდი იასპარეზებს რეგიონალურ ლიგაზე.
3 დან 8 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში შესაძლოა წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები აღინიშნოს. (საფრთხის დონე საშუალო).
„ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“- პროექტის ფარგლებში 1 მაისს ქალაქ თბილისში, გასართობ ცენტრ „მინიონებში“ შშმ და მძიმე ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა.
პროექტის მხარდამჭერია დმანისის მუნიციპალიტეტი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული შოუბიზნესისა და რუსეთიდან ჩამოსულმა კინოსა და თეატრის მსახიობებმა.
საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მოხმარდება პროექტში მონაწილე ბავშვებს.
ამავე დღეს გაიმართა კონფერენცია სასტუმრო „თიფლისში“ თემაზე „გადავარჩინოთ სხვისი შვილების სიცოცხლე“, სადაც მოხსენებით წარსდგა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე.
8 მაისს 14:00 საათზე ქალაქ დმანისში, ,,ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი"- ს დარბაზში ჩატარდება სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმისათვის 16 - 30 წლამდე ასაკის დმანისელი ვაჟების შერჩევა.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, გაზეთი ინტერნაციონალის და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ერთობლივი ინიციატივით, მიმდინარე წლის 30 აპრილს შპს ახალ სამედიცინო ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, შსს დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
მიმდინარე წლის 26-27 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში გაიმართა მინი ფეხბურთი ,,სპორტი ბარიერების გარეშე" - პროგრამის ფარგლებში. სადაც მონაწილეობდა დმანისის მუნიციპალიტეტის შვიდი გუნდი.
გამარჯვება მოიპოვა ქალაქ დმანისის გუნდმა.
მიმდინარე წლის 27 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს შემდეგ სპორტულ აქტივობებს:
1.საბავშვო ქუჩის ფეხბურთის ფესტივალი
2. საბავშვო ქუჩის კალთბურთის ახალგაზრდული ფესტივალი
3.სპრინტი -60 მეტრზე
4. ჭადრაკი
მიმდინარე წლის 25 აპრილს ქ.დმანისში ჩატარდა მუნიციპალური შეხვედრა ჭადრაკში და სპრინტში.ჭადრაკის შეხვედრას მსაჯობდა ააიპ“ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ჭადრაკის წრის ხელმძღვანელი ომარ ჭელიძე. გოგონებს შორის გაიმარჯვა ანა დევნოზაშვილმა(ქ.დმანისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე),ვაჟებს შორის კი ელვინ კოიუშოვმა მოიპოვეს.
მიმდინარე წლის 25 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკის გახსნაზე განთიადის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა გურამ თაყნიაშვილმა სიმბოლური გახსნა ლენტის გაჭრით აღნიშნეს.
დღეს სოფელ განთიადში, 14 საათზე ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნება ბიბლიოთეკა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 












