დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“
02 მაი 2017
 

„ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ“- პროექტის ფარგლებში 1 მაისს ქალაქ თბილისში, გასართობ ცენტრ „მინიონებში“ შშმ და მძიმე ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა.

პროექტის მხარდამჭერია დმანისის მუნიციპალიტეტი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული შოუბიზნესისა და რუსეთიდან ჩამოსულმა კინოსა და თეატრის მსახიობებმა.

საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მოხმარდება პროექტში მონაწილე ბავშვებს.

ამავე დღეს გაიმართა კონფერენცია სასტუმრო „თიფლისში“ თემაზე „გადავარჩინოთ სხვისი შვილების სიცოცხლე“, სადაც მოხსენებით წარსდგა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე.

 

მეგი ედიბერიძე

 

- მადლობა ,,გაზეთი ინტერნაციონალი"-ს რედაქტორს ნინო შალამბერიძეს იმ ყურადღებისათვის რომელსაც იჩენს დმანისელი ბავშვების მიმართ.
უკვე მეორე წელია არ აკლებს პატარებს სითბოს, რაც გამოიხატება მათი სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ჩართულობით. გუშინ მათ მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა გასართობ ცენტრ „მინიონებში“, სადაც პატარებს დახვდათ საოცრად თბილი, გასართობი გარემო. გადაეცათ საჩუქრები, დააგემოვნეს ტორტი და რუსეთის კინოსა და თეატრის ვარსკვლავებთან ერთად (ფილმ ,, იგრა"-ს მთავარი როლის შემსრულებელი პაველ ბარშაკი და ირინა ვალცი) სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
მადლობა მუნიციპალიტეტის გამგებელს იმისათვის, რომ ყოველთვის მზადაა დმანისელი ბავშვები ჩართოს სხვადასხვა სახის პროგრამა-ღონისძიებებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4385
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები