2017 წელს 4 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი" აცხადებს ფოტო კონკურს.
კონკურსი სახელწოდებით, ,, ქალი და მამაკაცი სოფლად''.
ფიტოებზე უნდა იყოს აღბეჭდილი რეგიონში ქალთა და მამაკაცთა ყოველდღიური ცხოვრება, მათი საქმიანობა, ერთობლივი მუშაობის პროცესი მოსავლის აღებაზე, მეცხოველეობის სფეროში, ბავშვების მოვლის კადრები და სხვა;
1 მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის წარმომადგენელს;
2 სურათები უნდა იყოს კარგი ხარისხის (300 dpi);
3 ერთ ადამიანს შესაძლებლობა აქვს წარადგინოს არაუმეტეს სამი სურათისა.
გამარჯვებული დაჯილდოვდება.
გისურვებთ წარმატებას !
31 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ანსამბლებისა და სტუდიების მეშვეობით გაიმართა საახალწლო კონცერტი. ლამაზად მორთულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცეკვისა და სიმღერის სტუდიების წარმომადგენლები.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ვისურვებდი, რომ 2017 წელს სიკეთე და სიხარული მოეტანოს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სრულიად საქართველოს ყველა ოჯახისათვის. მშვიდობა დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს გულებში. 2016 წელს ჩვენ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით არსებითად შევცვალეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები,
სულ რამდენიმე საათი და ახალი წელი შემობრძანდება.
წელს განსაკუთრებულად ლამაზია, ჩვენი მუნიციპალიტეტის ქუჩები და სკვერები, რომლებიც საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციული სანათებითა და ილუმინაციებით მოირთო. დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ პირთებთან ერთად ახალი წლის მოსალოცად მოწვეული იქნებიან სასულიერო პირებიც. 12 საათზე ღონისძიებას დაასრულებს ,,ფეიერვერკი“ როგორც სცენაზე, ასევე ღია ცის ქვეშ.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 138 მარტოხელა და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი უზრუნველყო 2 კუბური მეტრი საწვავი შეშით.
გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე სამუშაო ვიზიტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ამბულატორიებს ესტუმრა და სოფლის ექიმებთან ერთად დეტალურად განიხილა ის პრობლემები, რაც მოსახლეობის და ექიმების წინაშე დგას.
ააიპ ,,სამუსიკო სკოლამ " 2016-2017 სასწავლო წლის პირველი ნახევრის საანგარიშო ღონისძიება მიმდინარე წლის 28 დეკემბერსააიპ ,,სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩაატარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს ქალაქ დმანისის N1 საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები, სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელები და აღსაზრდელების მშობლები.
პატარებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულით მიულოცა თოვლის ბაბუამ.
მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის „სპორტი ჩემს ეზოში“ დახურვის ცერემონია გაიმართა. მხატვრული ნამუშევრების კონკურსის ფინალურ ეტაპზე, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდა შემოქმედებმა თემატური მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს.
ნორჩ მხატვრებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი თეკლა დევდარიანის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება ორივე თვალის ტრანსპლანტაცია.
დმანისელი მოსახლეობის ერთსულოვნებით შეგროვილი თანხა (2463 ლარი) თეკლა დევდარიანის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ საახალწლო მზადება 21 დეკემბრიდან დაიწყო. საახალწლო მორთულობით გალამაზდა ქალაქის ქუჩები.
დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ პირთებთან ერთად ახალი წლის მოსალოცად მოწვეული იქნებიან სასულიერო პირებიც.
12 საათზე ღონისძიებას დაასრულებს ,,ფეიერვერკი“ როგორც სცენაზე, ასევე ღია ცის ქვეშ.
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და დმანისის თვითმმართველობის მხარდაჭერით პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს ფარგლებში ქალაქ დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს „ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციებსა და რეგიონში გავრცელებული დანაშაულების შესახებ. განიხილეს ისეთი სახის დანაშაულებები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
უფასო სამედიცინო აქცია ქალაქ დმანისის N3 საჯარო სკოლის შენობაში, „კლინიკა ვაკეში“ – მ გამართა.
23 დეკემბერს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო აქცია კონცერტი თეკლა დევდარიანის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება ორივე თვალის ტრანსპლანტაცია.
,,ჩვენ დავინახავთ მზეს“ დასაწყისი 16:00 საათზე.
ღონისძიების მხარდამჭერია დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.
ქეთევან მარტიაშვილი - ,,ქალთა ოთახის" ხელმძღვანელი
- გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა16 დღიან კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ, გაიმართა ვიზუალური აგიტაცია, ამ აქციის საშუალებით ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 












