დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს ფარგლებში ქალაქ დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
20 დეკ 2016
 

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და დმანისის თვითმმართველობის მხარდაჭერით პროექტ „ადგილობრივი საბჭო“-ს ფარგლებში ქალაქ დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს „ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციებსა და რეგიონში გავრცელებული დანაშაულების შესახებ. განიხილეს ისეთი სახის დანაშაულებები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნეს საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. იმსჯელეს რეგიონში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და დაგეგმეს პრევენციული ღონისძიებები. 
პროექტის მიზანია ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და მუნიციპალიტეტებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4366
 
 
 
სიახლეები
 

    2025 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები