დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

,,ჩვენ დავინახავთ მზეს“ - დმანისში თეკლა დევდარიანის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა
26 დეკ 2016
 

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი თეკლა დევდარიანის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება ორივე თვალის ტრანსპლანტაცია.
საქველმოქმედო კონცერტზე მონაწილეობდნენ: ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ფოლკლორული ანსამბლები: ,,ირინოლა“, ,,შგარიდა“, ბავშვთა ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო, თეატრალური და საესტრადო სტუდიები. 
დმანისელი მოსახლეობის ერთსულოვნებით შეგროვილი თანხა (2463 ლარი) თეკლა დევდარიანის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7209
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები