➡️16 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და აიპიების ხელმძღვანელებთან.
➡️შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა სახალხო ზეიმ "დმანისობა 2018" ის საორგანიზაციო საკითხებს.
17 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ საბჭოს წევრებთან ერთად, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და სფეროში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.
დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად", რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში CENN ახორციელებს, სადაც ხდება Wash ტექნიკური შეფასების გაკეთება.
მიმდინარე წლის 19 ივლისს ,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის „ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ფარგელბში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი.
მიმდინარე წლის 4-10 ივლისის ჩათვლით ანაკლიაში მიმდინარეობდა პროექტი "სპორტი ბარიერების გარეშე"
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფინალური ეტაპი სპორტის ოთხ სახეობაში:მინი-ფეხბურთში,კალათბურთში,ჭადრაკსა და სრინტში
სპრინტში დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღო,ქვემო ქართლის რეგიონალურ პირველობაში გამარჯვებულმა სოფელ გომარეთის ექვთიმე ტაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ექიზამაშვილმა.
მიმდინარე წლის 10.07.2018 რიცხვშ ჩატარდა მაღალმთაინ დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა.
კომისის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ.
მიმდინარე წლის 10.07.2018 რიცხვშ ჩატარდა მაღამლთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მინიჭების საბჭოს რიგითი სხომა.
კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი მაღალმთიანი მოსახლეობის მაცხოვრებლების სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ.
დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს: ასევე იმუშავეს თიხის ჭურჭლის მოხატვაზე. შემეცნებითი კურსის პრეზენტაცია სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა და საყდრისის კომიტეტის წევრებმა წარმართეს, რომელსაც ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.
ორგანიზაცია მადლობას უხდის დმანისის მუნიციპალიტეტს პროექტიში აქტიური ჩართულობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების
(ავტოსატრანპორტო საშუალებები) ელექტრონულ აუქციონზე გატანის შესახებ.
11 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა.ა.ი.პ-ი სამსახურის ხელმძღვანელებთან.
30 ივნისს 14:30 საათზე ქალაქ ბოლნისის კულტურის ცენტრში სულხან საბა ორბელიანის 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს სპეკტაკლს "სიბრძნე სიცრუისა".
ესეების კონკურსი რეგიონალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარებისა და ბიბლიოთეკების მკითხველებისთვის:
"დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი"
ესეების კონკურსი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ დმანისის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 200 ერთეული სანაგვე ურნა გადასცა. ნაგვის ურნები დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროფესიული საჯარო მოხელის სამუშაოს შეფასების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საჯარო მოხელეების შეფასების სისტემის მოკლე მიმოხილვა.
პროექტი ხორციელდება GIZ-ის, შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს (PwC) და საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობით.
26 ივნისს საქართველოს ,,ტაიბოქსისა“ და ,,კიკბოქსინგის“ ფედერაციის, დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბი "არწივი“-ის და ააიპ დმანისის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქვემო ქართლის რიგით მეხუთე ტრადიციული ღია პირველობა "კიკბოქსინგში". ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა წარმატებული სპორტული ტურნირის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტში და მონაწილეებსა და მათ წარმომადგენლებს სპორტული წარმატებები უსურვა.
26 ივნისს 11:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართება ქვემო ქართლის რიგით მეხუთე ტრადიციული ღია პირველობა კიკბოქსინგში.
ღონისძიებას გახსნის დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.
ტურნირს დაესწრებიან: საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტურაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ევროპელის“ ორგანიზებით მიმდინარე წლის 24 ივნისს ქალაქ დმანისს ეწვია ვეტერან მორაგბეთა ასოციაცია - „მისიონერების“ ფონდი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქველმოქმედება და რაგბის პოპულარიზაცია. ვიზიტის ფარგლებში ფონდის წევრები შეხვდნენ დმანისელ ბავშვებს, მშობლებს და რაგბით დაინტერესებულ საზოგადოებას. შეხვედრაზე ისაუბრეს რაგბის მნიშვნელობასა და მის როლზე თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში, ასევე მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე.
29 ივნისს 21:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წინ (ღია ცის ქვეშ) გაიმართება საესტრადო სტუდია ,, მიქსის " სოლო კონცერტი.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 











