☑მიმდინარე წლის 18/07/2018 დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად", რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში CENN ახორციელებს, სადაც ხდება Wash ტექნიკური შეფასების გაკეთება.
☑️წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების შემდგომ მუშაობა დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
☑️პროექტის ფარგელბში წყლის,სანიტარიისა და ჰიგიენის მდგომარეობის შეფასება ხდება მუნიციპალიტეტის სკოლებში,ბაღებში,თავშესაფრებსა და ამბულატორიებში.
☑️Wash ტექნიკური შეფასება უკვე ჩატარდა მუნიციპალიტეტის ოცზე მეტ ლოკაციაზე.
☑️Wash ტექნიკური შეფასების შემდგომ დამოუკიდებელი ექსპერტი დადებს ტექნიკური შეფასების ანგარიშს,სადაც გაწერილი და აღწერილი იქნება,როგორც ობიექტზე არსებული ვითრაება,ასევე რეკომენდაციები.
☑️CENN -ის სამუშაო ჯგუფი პროექტის ფარგლებში Wash ტექნიკურ შეფასებაზე მუშაობს.
☑️შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე ,ა(აიპ) დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ონანაშვილი. ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის ამბულატორიების ექიმები და ექთნები.