26 ივნისს საქართველოს ,,ტაიბოქსისა“ და ,,კიკბოქსინგის“ ფედერაციის, დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბი "არწივი“-ის და ააიპ დმანისის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქვემო ქართლის რიგით მეხუთე ტრადიციული ღია პირველობა "კიკბოქსინგში". ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა წარმატებული სპორტული ტურნირის დაწყება დმანისის მუნიციპალიტეტში და მონაწილეებსა და მათ წარმომადგენლებს სპორტული წარმატებები უსურვა. ტურნირში მონაწილეობდნენ: ქუთაისის კლუბი "ხარები", გორისა და კასპის სპორტული სკოლების კიკბოქსინგის ჯგუფები, მარნეულისა და ბოლნისის სპორტული სკოლების ჯგუფები, დუშეთის კიკბოქსინგის ჯგუფი, მოწვეული გუნდები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ,ღონისძიება ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, აღსანიშნავია მასპინძელი გუნდის წევრის გიორგი მარტიაშვილის ასპარეზობა, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი, ასევე ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა რავილ აბდურახმანოვი. მინდა მადლობა გადავუხადო ტურნირის პარტნიორს psp - ჯგუფს, ასევე საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ერევნულ ფედერაციას და მის პრეზიდენტს ლაშა ჭურაძეს, რომელიც დაესწრო ტურნირს და გამარჯვებულები დააჯილდოვა"-ისაუბრა დმანისისშერეული ორთაბრძოლებისა და კიკბოქსინგის მთავარმა მწვრთნელმა ლერი ავალიშვილმა.
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
40
ნოემ 14 ხუთ 2024
341
ნოემ 12 სამ 2024
461
ნოემ 08 პარ 2024
515
ნოემ 01 პარ 2024
723
ოქტ 31 ხუთ 2024
625