დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სოფლის მეურნეობა

 

სოფლის მეურნეობის დარგებისა და შესაბამისი პროდუქციის მოკლე დახასიათება
 

სოფლის მეურნეობის დარგებისა და შესაბამისი პროდუქციის მოკლე დახასიათება

ძირითადი მაპროფილებელი დარგებია მეცხოველეობა (მსხვილფეხა და წვრილფეხა) და მემინდვრეობა. მეცხოველეობა გამოირჩევა რძისადა რძის ნაწარმის წარმოებით, მატყლის დამზადებით. ერთ ფურზე გამოწველილი რძის წლიური რაოდენობა საშუალოდ 1200 კგ-ია. შესაძლებელია მისი 2500 კგ-მდე გაზრდა. ბუნებრივი პირობები (ალპური და სუბალპური საძოვრები) იძლევა შვეიცარული ყველის წარმოების საშუალებას( ამის გამოცდილება არსებობს). მეცხოველეობის გარდა მეცხოველეობაში განვითარებულია მეცხვარეობა. 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში აღრიცხულია 29 509 წვრილფეხა პირუტყვი (ცხვარი და თხა). სულადობის 96% თავმოყრილია მოსახლეობისკერძო საკუთრებაში. მატყლის ნაპარსი ერთ სულზე 2-2,5 კგ-ია . ოჯახურ პირობებში მზადდება გლეხური ყველი. საქონლის ჯიშების გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით სოფელ განთიადში ჩამოყალიბდა რძის მწარმოებელთა ასოციაცია შვედეთის საერთშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის - ,,შვედეთის დახმარება საქართველოს რძისა და რძის წარმოების სექტორში”- ფარგლებში. მუნიციპალიტეტში მოღვაწეობას ეწევა აგრეთვე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები დანიური - ,,CTRT" და ჰოლანდიური ,,დანიდა”, რომლებიც მცირე და საშუალო რძის წარმოების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. მეფრინველეობა წარმოდგენილია მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ფრინველებით (ქათამი, ბატი, იხვი), სულ 49 730 ფრთა. ვითარდება და დიდი პერსპექტივა აქვს მუნიციპალიტეტში მეფუტკრეობის განვითრებას. ალპურ და სუბალპურ ზონაში დამზადებული თაფლი ხარისხით და შემადგენლობით უნიკალურია. ამჟამად აღრიცხულია 1939 ფუტკრის ოჯახი. მეღორეობა წარმოდგენილია მოსახლეობის ოჯახურ მეურნეობაში. მემინდვრეობაში უპირატესობა აქვს კარტოფილის და მარცვლოვანი კულტურების მოყვანას. განვითარებულია ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურების მოყვანა. კარტოფილის საჰექტარო მოსავლიაონობა საშუალოდ 10000 კგ-ია. მაქსიმალური მოსავლიანობა შესაძლებელია გაიზარდოს 25 000 კგ-მდე. ხორბლის საშუალო მოსავლიანობა 2750 კგ-ია, შესაძლებელია გაიზარდოს 4000კგ-მდე.ბუნებრივ-კლიმატური პირობები საუკეთესო პირობებს ქმნის მაღალი კვებითი ღირებულების, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო და სხვა) წარმოებისათვის.
25 მარტი, პარასკევი, 2011 წელი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 11380
 
 
 
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები