დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღეა
12 ნოემ 2018
 

2004 წლიდან, ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო ფონდი დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მსვლელობას აწყობს. ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ ქვეყანაში ეძლევა შესაძლებლობა თავის ქვეყანაში ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა მსვლელობაში.

2014 წლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც შეურთდა ამ მსოფლიო წამოწყებას და წელსაც, ტრადიციულად 14 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გლობალური კამპანიის ფარგლებში 14:00-დან 16:00 საათამდე 248 ლოკაციაზე ჩაატარებს საგანმანათლებლო სესიებს და მოაწყობს მსვლელობას სლოგანით „ერთად გადავდგათ ნაბიჯი დიაბეტის დასამარცხებლად“. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს დიაბეტის პრევენციის, მართვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლებას. მსვლელობის დროს სწჯს მოხალისეები გაავრცელებენ საინფორმაციო მასალას, დიაბეტის რისკ ფაქტორების, პრევენციის შესახებ და შეეცდებიან, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიაზროს დიაბეტის წინააღმდეგ გაერთიანების და რაც მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.

"Take Steps to Combat Diabetes"

Since 2004, annually on November 14, the World Diabetes Foundation organizes the Global Diabetes Walk dedicated to the World Diabetes Day for raising awareness about Healthy Lifestyle. Everyone is able to join the campaign on local level.

Since 2014, the Georgia Red Cross Society has also joined the initiative and traditionally, on November 14, Georgia Red Cross Society will conduct awareness raising sessions and the Walk with a slogan "Take Steps to Combat Diabetes" from14:00 to 16:00 on 248 locations. These activities aim at increasing public awareness about the importance of diabetes prevention and management aw well as healthy lifestyle. During the walk the GRCS volunteers will disseminate information-educational materials about the risk factors and prevention of diabetes and will try to promote importance of healthy lifestyle and involve general public in the actions against diabetes.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3001
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3707
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები