დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

18 დეკემბერს, დმანისში, ორგანიზაცია "დმანისელების" ოფისში ჩატარდება შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან
17 დეკ 2018
 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, კრეატიული განვითარების ცენტრთან ერთად, „ინტერნეტი განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, იწყებს პროექტს “ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში”. ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს 6 რეგიონში: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, ჩატარდება ტრენინგები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ელექტრონულ წიგნიერებაში, რომელიც მოიცავს ელექტრონულ ბიზნესს, ელექტრონულ კომერციას და ელექტრონულ მმართველობას.

18 დეკემბერს, დმანისში, ორგანიზაცია "დმანისელების" ოფისში ჩატარდება შეხვედრა ადგილობრივ 
მეწარმეებთან, სადაც მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას კონკრეტული აქტივობების, ტრენინგების თემატიკის და კონტენტ-პაკეტების შესახებ, რომელსაც მონაწილეები პროექტის ფარგლებში მიიღებენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3195
 
 
 
განცხადებები
 

2025 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები