მიმდინარე წლის 13 ივლისს 11-სთ- დან 15:00-მდე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში( ქ.დმანისი. ნანა დედოფლის ქუჩა N9), პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს.
აქციის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს სხვადსახვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურება.
კონსულტაცია მოიცავს ყველა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიური პათოლოგიებს:
ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიები, კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნი, მუცლის ღრუს ორგანოები, თავისა და კისრის მიდამოს წარმონაქმნები, უროლოგიური დაავადებები.
უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ:
- მამოლოგი: გია ნემსაძე, ლელა ფანგანი;
- თორაკალური ქირურგი: ლადო კუჭავა;
- ონკოქირურგი: გურამ მენთეშაშვილი;
- უროლოგი: ბესო ხვედელიძე;
- გინეკოლოგი: მარიკა გაბლიშვილი;
- რადიოლოგი: ბელა ბურდული;
აქციის ფარგლებში,პაციენტს უფასო კონსულტაციის მიღება შეეძლება ჩამოთვლილი მიმართულებიდან ერთ სპეციალისტთან. აგრეთვე ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდება ექოსკოპიური კვლევა.
გვახსოვდეს,რომ ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა -- საბოლოო გამოჯანმრთელების საწინდარია!