დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

უფასო სამედიცინო აქცია დმანისში
11 ივლ 2019
 

მიმდინარე წლის 13 ივლისს 11-სთ- დან 15:00-მდე,  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში( ქ.დმანისი. ნანა დედოფლის ქუჩა N9), პროფესორ გია ნემსაძის „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“-ს ონკოქირურგები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს.

აქციის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს სხვადსახვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურება. 

კონსულტაცია მოიცავს ყველა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიური პათოლოგიებს:

ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიები, კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნი, მუცლის ღრუს ორგანოები, თავისა და კისრის მიდამოს წარმონაქმნები, უროლოგიური დაავადებები.

უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ:

  • მამოლოგი: გია ნემსაძე, ლელა ფანგანი;
  • თორაკალური ქირურგი: ლადო კუჭავა;
  • ონკოქირურგი: გურამ მენთეშაშვილი;
  • უროლოგი: ბესო ხვედელიძე;
  • გინეკოლოგი: მარიკა გაბლიშვილი;
  • რადიოლოგი: ბელა ბურდული;

აქციის ფარგლებში,პაციენტს უფასო კონსულტაციის მიღება შეეძლება ჩამოთვლილი მიმართულებიდან ერთ სპეციალისტთან. აგრეთვე ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩატარდება ექოსკოპიური კვლევა.

გვახსოვდეს,რომ ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა -- საბოლოო გამოჯანმრთელების საწინდარია!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5680
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3437
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები