დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

მერმა სპორტული მოედანი გახსნა
21 თებ 2020
 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, ქალაქ დმანისში, წმინდა ნინოს ქუჩა N 38 - ში, სპორტული მოედანი გახსნა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სრული დაფინანსებით განხორციელდა. რომლის ფარგლებშიც უმაღლესი ხარისხის, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო.
პროექტის ღირებულებამ შეადგინა 150173,36 ლარი.

ღონისძიება გაალამაზა ამხანაგურმა თამაშმა მინიფეხბურთში, რომელიც დმანისელი ახალგაზრდების გუნდებს შორის გაიმართა.
თამაშში მონაწილე გუნდებს, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახრურის ხელმძღვანელმა-ნინო ომიაძემ საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადასცა.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6178
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3437
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები